19 მაისი 2024,   13:31
ვრცლად
შეერთებული შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებამდე 1 დღე დარჩა - არჩევნებზე ხმა უკვე მისცეს დონალდ ტრამპმა და ჯო ბაიდენმა

შეერთებული შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებამდე 1 დღე დარჩა, თუმცა 92 მილიონზე მეტმა ამერიკელმა ამომრჩეველმა საკუთარი ხმა წინასწარ, ახალი ფორმატით, ფოსტის მეშვეობით უკვე დააფიქსირა.

არჩევნებზე ხმა უკვე მისცეს დონალდ ტრამპმა და ჯო ბაიდენმა. ახლა ტრამპიც და ბაიდენიც გადაუწყვეტელი ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობენ. ისინი კენჭისყრამდე აქტიურ შეხვედრებს ე.წ მერყევ შტატებში, მიჩიგანში, აიოვაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ჯორჯიასა და ფლორიდაში მართავენ . ხმის მიცემის პროცესი 3 ნოემბერს დასრულდება და სწორედ ამის შემდეგ დაიწყება ხმების დათვლის პროცესი.

როგორც შეერთებული შტატების ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, ფოსტით მიცემული ხმების დათვლას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება და 3 ნოემბერს გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოხდება. პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე დღე ან კვირაც კი გაგრძელდეს.

დღის ამბები