საბურთალოს საოლქო კომისიასთან აქციაზე დაკავებული "ლეიბორისტული პარტიის" სამი აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მათ შორის პარტიული სიის მესამე ნომერი, მიხეილ ქუმსიშვილი.
შრომის პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია, საოლქო კომისიის სხდომაზე მათი წარმომადგენლის დასწრებას და რამდენიმე უბნის შედეგის გაბათილებას ითხოვდა. პროტესტი სამართალდამცავებთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც "ლეიბორისტული პარტიის" წევრის შეშვება შენობაში არ მოხდა.
დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ. სასამართლო პროცესი მოგვიანებით გაიმართება.
"გავაფრთხილე პოლიცია, თუ არ გვეტყვით სად არიან ან არ გაათავისუფლებთ, ვიწყებთ მჯდომარე აქციას, შემდეგ იძულებული იყვნენ გაეთავისუფლებინათ მშვიდობიანი პროტესტანტები. გაიტაცეს, გვარბენინეს მთელი ქალაქი და საბოლოო ჯამში ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს," - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანმა გიორგი გუგავამ.