09 სექტემბერი 2026,   05:25
ვრცლად
კარვები აჭარის მთავრობის სახლთან - ოპოზიცია ხელისუფლებას გაყალბებაში ადანაშაულებს და არჩევნების განმეორებით ჩატარებას ითხოვს

აჭარის მთავრობის სახლთან კარვებია. ქალაქის ცენტრში კარვები გაერთიანებული ოპოზიციის აქციის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გაშალეს. მათ მთავრობის სახლის წინ ფერადი საღებავით ასფალტზე წარწერებიც დატოვეს.

შეკრებილები ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და არჩევნების განმეორებით ჩატარებას ითხოვენ.

კვირას, 8 ნოემბერს თბილისში დაგეგმილი აქციის პარალელურად ფართომასშტაბიანი გამოსვლები ბათუმშიც იგეგმება.

დღის ამბები