27 მაისი 2024,   09:44
ვრცლად
ვინ გახდება შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი - ჯო ბაიდენი, დონალდ ტრამპს მცირე უპირატესობით უსწრებს

ვინ გახდება შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი - ჯერ კიდევ უცნობია. შეერთებულ შტატებში ხმების დათვლის პროცედურა გრძელდება. წინასწარი შედეგებით ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, დონალდ ტრამპს მცირე უპირატესობით უსწრებს.

"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მილიონობით ამერიკელს მხარდაჭერისთვის, პირველ ლედის. ჩვენ დიდი გამარჯვებისთვის ვემზადებით, მოვიგეთ ოჰაიო, ვიგებთ ტეხასს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიგებთ პენსილვანიასაც. ასევე ჩრ.კაროლინა და ფლორიდასაც,"- აცხადებს აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენი კი მხარდამჭერებს მოთმინებისაკენ მოუწოდებს.  ​

"თქვენი მოთმინება ფასდაუდებელია, არჩევნების შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, შეიძლება კიდევ უფრო გვიან გავიგოთ, თუმცა ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ჩვენ მოგიგებთ არჩევნებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის ფაქტი, რომ ფოსტით და ნაადრევი ხმის მიცემით უპრეცენდენტო აქტივობა იყო. ჩვენ მოვიგეთ არიზონა, ჯერ კიდევ ვიბრძვით ჯორჯიაში, ძალიან კარგად მივდივართ ვინსკოსინსა და მიჩიგანში, თუმცა ხმების დათვლას დრო სჭირდება და ყველანი ამას ველოდებით,"- აცხადებს აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

წელს კორონავირუსის გამო მოქალაქეებმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ფოსტით ან ნაადრევ კენჭისყრით მისცეს, რის გამოც ქვეყნაში ვარაუდობენ, რომ ხმების დათვლა დროში გაიწელება. ადრეული ხმის მიცემის პროცედურით 93 მილიონმა ადამიანმა უკვე ისარგებლა. 

დღის ამბები