შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
უწყების ცნობით, მოქალაქეთა მომსახურების სივრცე სპეციალური ხსნარით ყოველდღიურად მუშავდება. ასევე, სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სხვასხვა ქვედანაყოფების შენობებში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი მოქმედებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად და მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მომსახურების ცენტრში სერვისის მისაღებად პირბადით გამოცხადდნენ.