19 მაისი 2024,   13:46
ვრცლად
ავსტრიის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტის საქმეზე დაკავებულებს შორის რუსეთის მოქალაქეები არიან

ავსტრიის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტის საქმეზე დაკავებულებს შორის რუსეთის მოქალაქეები არიან.

ინფორმაციას რუსეთის მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით, ვენის პოლიცია ავრცელებს. ამ დროისათვის დაკავებულია 14 ადამიანი, რომელთა ასაკიც 18-დან 28 წლამდეა. დაკავებულთა ნაწილი ორმაგი მოქალაქეობით სარგებლობს.

როგორც ცნობილია, ტერორისტი სამხედრო აღჭურვილობის ყიდვას სლოვაკეთში ცდილობდა, რის შესახებაც სლოვაკურმა სპეცსამსახურებმა ავსტრია გააფრთხილეს, თუმცა ავსტრიელებმა მათი შეტყობინება შესაბამისად მნიშვნელოვნად არ აღიქვეს.

დღის ამბები