19 მაისი 2024,   13:47
ვრცლად
ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში ქარიშხალ "ეტას" 3 ადამიანი ემსხვერპლა

ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში ქარიშხალ "ეტას" 3 ადამიანი ემსხვერპლა. ათასობით ადამიანს კი, დროებით თავშესაფარში მოუწია გადასვლა.

ძლიერი წვიმის შედეგად დასახლებული პუნქტები დაიტბორა, რამაც მეწყერი გამოიწვია. დაზიანებულია ასობით სახლი.

სტიქიამ ყველაზე მეტად ნიკარაგუა დააზარალა. მეტეოროლოგების ცნობით "ეტა" მიმდინარე წელს ამერიკაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალია, რომელიც მეოთხე კატეგორიის შტორმს მიეკუთვნება, მისი სიჩქარე კი 225 კილომეტრ საათს აღწევს.

დღის ამბები