პანდემიის კრიზისულ ზღვარზე ქუჩაში გაგრძელებული პოლიტიკა, შესაძლოა, მთავრობის მიდგომებში ცვლილების მიზეზი გახდეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, მოსალოდნელზე უფრო მძიმე შედეგებს პროგნოზირებს და სწორედ ამიტომ უწყებებს მობილიზებისკენ მოუწოდებს.
ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ პროცესში კოვიდმოცემულობისთვის ანგარიშის გაწევა და პროტესტის რეგულაციების დაცვით გამოხატვა დღეს ეპიდემიოლოგების მოწოდებაც იყო.
ოპოზიცია ხელისუფლების გზავნილში კორონავირუსის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობას ხედავს და მიზეზად შიშს ასახელებს, რომელიც, მათი თქმით, მმართველ გუნდს გაყალბებული არჩევნებით გაბრაზებული ხალხის მასშტაბმა გაუჩინა.
თუ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგი გადაწყვეტილებები მიმდინარე აქციებისთვის ხელშემშლელი ფაქტორი გახდა ოპოზიციას შესაბამისი რეაგირება ექნება, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთვარობა ამას უახლოესი სხდომებიდან გავიგებთ.