ვაკის საოლქო კომისიასთან, დაპირისპირების შედეგად, ოთხი პირი დააკავეს. მათ შორის იყო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზვიად კუპრავა რომელიც რამდენიმე საათში ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. დაკავებულების სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობას ედავება. საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები ხმების გადათვლის პროცესს აპროტესტებდნენ.
"დაკავების ოქმები შეადგინეს ჩემზე და გიორგი რურუაზე. გვითხრეს, რომ ვიყავით 166-173 მუხლებით დაკავებულები. მითხრეს, რომ გიორგის არ უშვებდნენ და მიშვებდნენ მხოლოდ მე, ალბათ კანდიდატობის გამო. გიორგი ჩაისვეს მანქანაში, წაიყვანეს კაპეზეზე და მითხრეს, რომ შენ თავისუფალი ხარ," - განაცხადა კუპრავამ.