19 მაისი 2024,   13:32
ვრცლად
მსოფლიოში COVID -19-ის შემთხვევები მატულობს - საბერძნეთში სამკვირიანი კარანტინი ამოქმედდება

COVID -19-ის შემთხვევები მატულობს მსოფლიოს ქვეყნებში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კოვიდაფეთქების ახალი კერა ევროპის რეგიონია. ხვალიდან კარანტინი ამოქმედდება საბერძნეთში. ქვეყანაში სამი კვირის განმავლობაში დაიხურება ყველა სავაჭრო ობიექტი გარდა სუპერმარკეტებისა და აფთიაქებისა. მოსახლეობას გარეთ გასვლის უფლება მხოლოდ ოფიციალური ნებართვით ექნება. 

შეზღუდვები ამოქმედდება დანიის 7 მუნიციპალიტეტშიც, სადაც დაიხურება კაფე-ბარები და რესტორნები, მუშაობას შეაჩერებს სპორტული და გასართობი დაწესებულებები. გარდა ამისა, შეწყდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაც, გარდა სასკოლო ავტობუსებისა. დანიაში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის გამო ბრიტანეთში ჩასულ პირებს 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. 

დღის ამბები