19 მაისი 2024,   13:09
ვრცლად
ჯანმო ევროპის კონტინენტს მოსალოდნელი მძიმე დღეების შესახებ აფრთხილებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ევროპაში ახლა COVID -19-ის აფეთქებაა და კონტინენტს წინ მძიმე დღეები ელის. თუმცა ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ევროპაში პანდემიის გაძლიერების პირობებშიც კი, სკოლებში სასწავლო პროცესი არ უნდა შეწყდეს.

ხვალიდან კარანტინი ამოქმედდება საბერძნეთში. ქვეყანაში სამი კვირის განმავლობაში დაიხურება ყველა სავაჭრო ობიექტი გარდა სუპერმარკეტებისა და აფთიაქებისა. მოსახლეობას გარეთ გასვლის უფლება მხოლოდ ოფიციალური ნებართვით ექნება. შეზღუდვები ამოქმედდება დანიის 7 მუნიციპალიტეტშიც, სადაც დაიხურება კაფე-ბარები და რესტორნები, მუშაობას შეაჩერებს სპორტული და გასართობი დაწესებულებები. გარდა ამისა, შეწყდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაც, გარდა სასკოლო ავტობუსებისა.

დანიაში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის გამო ბრიტანეთში ჩასულ პირებს 14-ტ დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საფრანგეთიდან მგზავრების მიღება შეაჩერა ჩინეთმა.

დღის ამბები