19 მაისი 2024,   14:00
ვრცლად
ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, მეორე ტალღას გამართული ჯანდაცვის სისტემით და ერთიანი პოლიტიკით დაუპირისპირდნენ

COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში კვლავ სწრაფი ტემპით იზრდება. ამ დროისთვის 10 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული შეერთებულ შტატებში, სადაც გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19-ის რეკორდული ზრდა 14 შტატში დაფიქსირდა. სულ გამოვლინდა კიდევ 130 000 ახალი შემთხვევა.

ინდოეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 46 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რუსეთში მესამე დღეა, Covid-19-ის რიცხვი ყოველდღიურად 20 000-ს აღემატება. ბოლო 24 საათში პანდემიას კიდევ 286 პაციენტი ემსხვერპლა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, მეორე ტალღას გამართული ჯანდაცვის სისტემით და ერთიანი პოლიტიკით დაუპირისპირდნენ. ამჟამად ვირუსი ყველაზე სწრაფად ევროპის კონტინენტზე ვრცელდება.

დღის ამბები