19 მაისი 2024,   12:32
ვრცლად
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ გრძელდება მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის დაკავება

მთიანი ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირება გრძელდება, მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ კვლავ ულტიმატუმების ენით ესაუბრებიან. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ გრძელდება მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის დაკავება.

ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის ქალაქი შუშა გაათავისუფლა. სომხეთის ოფიციალურმა უწყებებმა აღნიშნული უარყვეს, თუმცა ადასტურებენ, რომ მოწინააღმდეგე ძალა პოზიციების დაკავებას განაგრძობს, ისვრიან მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებითაც.

მხარეებს შორის არაღიარებული მთიანი ყარაბაღის გამო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა 27 სექტემბრის შემდეგ ოთხჯერ სცადეს, თუმცა შეთანხმებებმა შედეგი ვერ გამოიღო.

დღეს ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი ცნობები სომხეთის პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, თუმცა ნიკოლ ფაშინიანის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ეს დეზინფორმაციაა.

დღის ამბები