19 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ცნობილი გახდა, რომ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულებს, აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამათლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

ნაწილობრივ ცნობილი გახდა ხმაურიანი საქმის დეტალებიც, ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალებიდან მეორე დღეს გაირკვა მისამართი, სადაც სავარაუდოდ თედო გობეჯიშვილს ემუქრებოდნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ცესკოს თანამშრომელმა უარი თქვა სცენარზე, რომლის მიხედვითაც 50 ათასი დოლარის სანაცვლოდ მას უნდა ეთქვა, რომ არჩევნები გაყალბდა.

გამოძიების ოფიციალური ვერსიით, საიდუმლო შეხვედრას საოლქო კომისიის თავმჯდომარის ორი მეგობარი ესწრებოდა. ამჟამად ორივე დაკავებულია, თუმცა დანაშაულს არცერთი აღიარებს.

დღის ამბები