19 მაისი 2024,   12:31
ვრცლად
მსოფლიო აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მოლოდინშია - არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ურთიერთბრალდებები არ წყდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ თუკი ხმების გადათვლის შემდეგ კვლავ ჯო ბაიდენის გამარჯვება დადასტურდება, მმართველი ადმინისტრაცია ძალაუფლებას შეუფერხებლად დათმობს.

უცხოური მედიის ცნობით, მაიკ პომპეომ ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც მსოფლიოს ლიდერებმა, მათ შორის აშშ-ის მოკავშირე დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, ჯო ბაიდენს პრეზიდენტად არჩევა უკვე მიულოცეს.

7 ნოემბრის შედეგებით, აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატი ჯო ბაიდენი კი აცხადებს, რომ უხერხულია ის რასაც ტრამპი არჩევნების არაღიარებით აკეთებს. როგორც მომავალი პრეზიდენტი აცხადებს, რესპუბლიკელთა არაღიარება მათი გუნდის დაკომპლექტების პროცესს ვერ შეაფერხებს.

დღის ამბები