19 მაისი 2024,   14:40
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 52 მილიონს აღწევს

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 52 მილიონს აღწევს. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. მას მოჰყვება ინდოეთი და ბრაზილია, გასული 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში პანდემიამ კიდევ 9 000 ადამიანი იმსხვერპლა, დაინფიცირდა თითქმის 600 000.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 532 ადამიანი გარდაიცვალა. ესპანეთში ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა 17 000-ს მიაღწია, შემთხვევების რაოდენობა სწრაფად იმატებს ევროპის მასშტაბით, რის გამოც ქვეყნებში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბიოტექისა და პიცერის მიერ შექმნილი COVID -19-ის ვაქცინას დადებითი შეფასება მისცა, რაც შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ ვაქცინა ახლოსაა.

დღის ამბები