26 აპრილი 2024,   21:24
ვრცლად
ბაჰრეინის პრემიერ-მინისტრი შეიხი ხალიფა ბინ სალმანი ალ ხალიფა 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბაჰრეინის პრემიერ-მინისტრი შეიხი ხალიფა ბინ სალმანი ალ ხალიფა 84 წლის ასაკში გარდაიცვალა, ინფორმაციას ბაჰრეინის სამეფოს სასახლე აქვეყნებს.

პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. თუმცა უცნობია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რა პრობლემა ჰქონდა ხალიფა ბინ სალმანს.

ბაჰრეინის მეფის გადაწყვეტილებით, ხვალიდან ქვეყანაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდება.

დღის ამბები