19 მაისი 2024,   13:59
ვრცლად
ალექსეი ნავალნის covid-19 დაუდასტურდა

კვლავ კლინიკაში მოხვდა რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი. ამჯერად მას "კოვიდ-19" დაუდასტურდა. ნავალნი ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკი-მოსკოვის რეისზე შეუძლოდ გახდა. გერმანელმა ექიმებმა, მოგვიანებით კი, შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმა 
დაადასტურეს, რომ ნავალნის ორგანიზმში ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტი აღმოჩნდა.

ოფიციალურ განცხადებებში მან არაერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთში დაბრუნებას გეგმავდა, თუმცა ოპოზიციონერი ამ დრომდე გერმანიაში ცხოვრობს.

დღის ამბები