19 მაისი 2024,   14:55
ვრცლად
ირანის გამდიდრებულმა ურანის მარაგმა თითქმის 2 443 კგ-ს მიაღწია

ირანში გამდიდრებული ურანის რაოდენობა 2015 წელს გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებით დაშვებულ რაოდენობაზე 12-ჯერ მეტია - ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ირანის გამდიდრებულმა ურანის მარაგმა თითქმის 2 443 კგ-ს მიაღწია. ამასთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ირანი აგრძელებს ურანის გამდიდრებას 4.5%–მდე, რაც ასევე არღვევს 2015 წლის საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, ურანის გამდიდრების ზედა ზღვარი 3.67%-ია. 

დღის ამბები