08 მაისი 2024,   06:25
ვრცლად
ავიაკატასტროფა ეგვიპტეში -სადამკვირვებლო მისიის ვერტმფრენის ჩამოვარდნას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ეგვიპტეში ავიაკატასტროფა მოხდა. ვერტმფრენი, რომელშიც სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, კურორტ შარმ ელ-შეიხთან ახლოს ჩამოვარდა. დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის, 5 ამერიკელი, ასევე ჩეხეთისა და საფრანგეთის მოქალაქეები.

გადარჩა ერთი ამერიკელი დამკვირვებელი, რომელიც ისრაელის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, მომხდარის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება. გარდაცვლილთა ოჯახებს ტვიტერის საშუალებით უკვე მიუსამძიმრა ჯო ბაიდენმა.

დღის ამბები