19 მაისი 2024,   14:20
ვრცლად
აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთმანეთს ბრძოლის ველზე დაღუპულთა ცხედრები გადასცეს

აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში განლაგებული რუსი სამშვიდობო ძალების შუამავლობით ერთმანეთს ბრძოლის ველზე დაღუპულთა ცხედრები გადასცეს - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

სომეხმა ჯარისკაცებმა, რომლებიც აღდამის რეგიონს ტოვებენ, პოზიციებს ცეცხლი წაუკიდეს. არაღიარებულ მთიან ყარაბაღში კი ადგილობრივები სახლებს წვავენ. მათ ერთ კვირაზე ნაკლები აქვთ საცხოვრებლის დასატოვებლად.

მანამდე კი სომხეთში ხუთი დამატებითი სასაზღვრო პოსტი განათავსა რუსეთის უსაფრთხოების სასაზღვრო სამსახურმა. ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით, ჰუმანიტარული რეაგირების უწყებათაშორისი ცენტრის შექმნის შესახებ ბრძანებას. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მთიან ყარაბაღში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა, სამხედრო დაპირისპირების შედეგად, 4 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა და კულტურის ობიექტები.

დღის ამბები