19 მაისი 2024,   13:59
ვრცლად
ირანში "ალ-ქაიდას" ნომერ მეორე ლიდერი აბუ მუჰამედ ალ-მასრი მოკლეს

ირანში "ალ-ქაიდას" ნომერ მეორე ლიდერი მოკლეს. მედიის ინფორმაციით, მისი განეიტრალება ისრაელის სპეცსამსახურებმა ჯერ კიდევ აგვისტოში შეძლეს, თუმცა ფაქტის შესახებ ამ დრომდე უცნობი იყო. აბუ მუჰამედ ალ-მასრი, მოტოციკლზე მჯდომმა ორმა მამაკაცმა თეირანში შვიდ აგვისტოს ჩაცხრილა. მასრისთან ერთად მისი ქალიშვილიც მოკლეს, რომელიც "ალ-ქაიდას" დამფუძნებლის, უსამა ბენ ლადენის შვილის, ჰამზას ქვრივი იყო.

ალ-მასრი აფრიკაში, შეერთებული შტატების ორ საელჩოზე განხორციელებული ტერაქტების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. საელჩოებთან ტერაქტები 1998 წელს მოხდა, რა დროსაც გარდაიცვალა 224 ადამიანი, მათ შორის შეერთებული შტატების 12 მოქალაქე.

დღის ამბები