08 მაისი 2024,   06:49
ვრცლად
ახალგორში რუსული ენის პედაგოგი "კოვიდ-19-ით" გარდაიცვალა - ოკუპირებულ ცხინვალში პაციენტს დიაგნოზი ვერ დაუსვევს

ახალგორში რუსული ენის პედაგოგი "კოვიდ-19-ით" გარდაიცვალა. ადგილობრივმა ექიმებმა ვერა კოტოლოვას დიაგნოზი ვერ დაუსვეს, რის გამოც მისი გაგზავნა ცხინვალში გახდა საჭირო, სადაც სიცხიანი პაციენტს დიაგნოზი კვლავ ვერ დაუსვეს და სახლში, იზოლაციაში გაგზავნეს.

პედაგოგი, გამთენიისას, სახლში გარდაიცვალა. ინფორმაციას რადიო "თავისუფლება" ავრცელებს. როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმმა პაციენტის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობის ნებართვა არ დაუშვა.

დღის ამბები