თბილისის საქალქო სასმართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოციზიური პარტიების საჩივრების განხილვა მიმდინარეობს.
"ევროპული საქართველო" იმ განკარგულებას ასაჩივრებს, რომლითაც ცესკომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა უბნების ხელახალ გადათვლასთან დაკავშირებით.
პარტიის წევრები ამბობენ, რომ ოქმების უმეტესობაში დისბალანსია.
"შემაჯამებელი ოქმების ნახევარი არის გადასწორებული, არის დისბალანსი, შემდგომ არის შესწორების ოქმები და ჩვენ ვაყენებდით აღნიშნული უბნების გადათვლის საკითხს, რაზეც საოლქო საარჩევნო კომისიამ გვითხრა უარი. საოლქო საარჩევნო კომისიის ოქმების გაბათილებას ვითხოვდით ცესკოსგან, რომელმაც გვითხრა უარი და შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეს განკარგულება არის გასაჩივრებული. შემოტანილი გვაქვს მეორე საჩივარი, რომელიც ეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პროპორციული არჩევნების სრულად შეჯამებას,"- აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ოთარ კახიძე.
"ერთიანი განკარგულება არის მთლიანად გამოცემული, ცესკომ არ დააკმაყოფილა არცერთი საჩივარი, შესაბამისად ამ განკარგულების განხილვა მიმდინარეობს ახლა სასამართლოში. დიდი მოლოდინი, რომ სასამართლო განიხილავს, დააკმაყოფილებს ამ საჩივარს, არ არის," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლილე ლიპარტელიანი.