26 აპრილი 2024,   21:04
ვრცლად
ინფიცირების კრიტიკული ზღვარი - ბოლო ერთ კვირაში საქართველოში COVID-19-ის 19 ათასი დადასტურებული შემთხვევაა

საქართველოში კორონავირუსის მაჩვენებლები კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. ბოლო ერთ კვირაში საქართველოში ვირუსის 19 ათასი დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 17 019 პაციენტი.

დღეს ვირუსს 34 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. 18 თბილისში გარდაიცვალა, 8 - აჭარაში, 6 - იმერეთში, გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა ქვემო ქართლსა და კახეთში. 

ინფექციონისტები საგანგაშო მაჩვენებლებზე საუბრობენ. თუკი ვირუსის შემაკავებელი რეგულაციები უფრო მეტად დაცული არ იქნება, კლინიკები პაციენტების მიღებას ვეღარ შეძლებენ.

დღეის მდგომარეობით, იმას, ვისაც განსაკუთრებული მეთვალყურეობა ესაჭიროება, დაახლოებით 6 ათასი პაციენტია, ბინაზე 8 ათასზე მეტი ადამიანი მკურნალობს, საკარანტინო სივრცეებში კი - 2 326.

დღის ამბები