19 მაისი 2024,   13:09
ვრცლად
პოლიტიკური კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი ფაშინიანის მთავრობის გადადგომა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა - სომხეთის პრეზიდენტი

სომხეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი ფაშინიანის მთავრობის გადადგომა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა იქნება.

არმენ სარქისიანმა მოსახლეობას რამდენიმე საათის წინ მიმართა. სომხეთის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან კონსულტაციების გავლის შემდეგ ყველა თანხმდება, რომ აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

სარქისიანის განცხადებით, მთავრობამ და მმართველმა ძალამ ობიექტურად უნდა შეაფასოს საკუთარი პოტენციალი და პოლიტიკური გეგმა მოკლე ვადაში უნდა წარმოადგინოს.

სომხეთის ოპოზიცია ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მას შემდეგ ითხოვს, რაც პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან და აზერბაიჯანთან ერთად 9 ნოემბერს ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმება გააფორმა.

დღის ამბები