19 მაისი 2024,   13:33
ვრცლად
პომპეოს მსოფლიო ტურნე - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოდან ისრაელში გაემგზავრება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საფრანგეთიდან თურქეთში ჩაფრინდა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა, რა დროსაც ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხები განიხილა.

მაიკ პომპეოს სტამბოლში დაგეგმილი შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა კი რელიგიური თავისუფლება იქნება.

სახელმწიფო მდივანი უკვე შეხვდა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს. მაიკ პომპეოსთან შეხვედრა გადატვირთული გრაფიკის მიზეზით ვერ შეძლო თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.

პომპეო საქართველოში ვიზიტის შემდეგ ისრაელში გაემგზავრება. ისრაელში შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზება და ამერიკის შუამდგომლობით მიღწეული აღიარების შეთანხმება იქნება.

ისრაელიდან მაიკ პომპეო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ყატარსა და საუდის არაბეთში ჩავა.

დღის ამბები