09 სექტემბერი 2026,   04:13
ვრცლად
ქუთაისს რეგიონებისთვის განკუთვნილი 175 ახალი თანამედროვე სტანდარტების ავტობუსიდან 10 ავტობუსი გადაეცა 

ქუთაისს რეგიონებისთვის განკუთვნილი 175 ახალი თანამედროვე სტანდარტების ავტობუსიდან 10 ავტობუსი გადაეცა.

მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ავტობუსები ქუთაისს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადასცა.  

პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული, საერთო ჯამში 18.7 მილიონ ევროს ღირებულების, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას მოიცავს. 

მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისთვის შერჩეულია საქართველოს 6 ქალაქი.

175 ავტობუსი სხვადასხვა მუნიციპალიტეტს მომდევნო წლის გაზაფხულამდე ეტაპობრივად გადაეცემა, აქედან   ქუთაისს კიდევ 50 ერთეული ახალი ავტობუსი გადაეცემა. ყველა სატრანსპორტო საშუალება სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

დღის ამბები