19 მაისი 2024,   13:01
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირების მზარდი შემთხვევების გამო ევროპაში მკაცრი რეგულაციები დაწესდა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მსოფლიოში ისევ მზარდია. ორ მილიონზე მეტი კოვიდინფიცირებულით საფრანგეთი უკვე მეოთხე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატების, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ. ევროპაში კი, პირველზე. მკაცრი კარანტინი მოქმედებს საფრანგეთში, ბელგიაში, ინგლისსა და ავსტრიაში.

მიუხედავად რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, სახელმწიფოების ნაწილში მოქალაქეები დაწესებულ მკაცრ რეგულაციებს აპროტესტებენ. სამართალდამცველებმა დემონსტრანტები დაშალეს გერმანიაში.

250 000-ს გადააჭარბა კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ ამერიკის შეერთებულ შტატებში.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ "ფაიზერისა" და "ბიოტექის" ვაქცინის კლინიკური ცდის საბოლოო შედეგებმა პრეპარატის 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

დღის ამბები