19 მაისი 2024,   13:09
ვრცლად
აშშ-ის კონგრესი ნავალნის მოწამვლის გამო, თეთრ სახლს მოუწოდებს რუსეთს სანქციები დაუწესოს

კონგრესი თეთრ სახლს მოუწოდებს, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო სანქციები დააწესოს.

შესაბამისი დოკუმენტი, სადაც დაგმობილია ოპოზიციონერის მიზანმიმართული მოწამვლის ფაქტი, კონგრესში დებატების შემდეგ მიიღეს.

რეზოლუციაში კანონმდებლები სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელ სტივენ მნუჩინს მოუწოდებენ, მაგნიტსკის აქტით მინიჭებული უფლებამოსილებით ისარგებლონ და რუსი ოპოზიციონერის მოწამვლაში გარეულ პირებს სანქციები დაუწესონ.

კონგრესმენები თეთრ სახლისგან ითხოვენ, რომ ნავალნის მოწამვლის შემთხვევა დეტალურად გამოიძიონ და შედეგები 60 დღეში წარადგინონ.

ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს მოწამლეს. ნავალნის მოწამვლის გამო ევროკავშირმა რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა.

დღის ამბები