საქალაქო სასამართლოში იმ სამართალდამცველის პროცესი გაიმართება, რომლის უმისამართო სროლას 50 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებით, შესაძლოა ეს იყოს ბოლო პროცესი და მოსამართლემ საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადოს.
პროცესი დისტანციურად გაიმართება. შემთხვევა ნუცუბიძის ქუჩაზე აღდგომის ღამეს, 19 აპრილს მოხდა. ბრმა ტყვია თამარ ანთელავას საკუთარ სახლში მოხვდა და ოჯახის წევრების თვალწინ გარდაიცვალა. გამოძიება არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.