19 მაისი 2024,   13:32
ვრცლად
უპრეცედენტო ვიზიტი ისრაელში - მაიკ პომპეო გოლანის მაღლობებსა და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე არსებულ ებრაულ დასახლებებს ესტუმრა

მაიკ პომპეოს უპრეცედენტო ვიზიტი ისრაელში. პომპეო შეერთებული შტატების პირველი სახელმწიფო მდივანია, რომელიც გოლანის მაღლობებსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე არსებულ ებრაულ დასახლებებს ესტუმრა. გოლანის მაღლობები ისრაელის ნაწილად დონალდ ტრამპმა გასულ წელს ცნო.

სადავო ტერიტორიებზე ამერიკელი მაღალჩინოსნის ვიზიტს ​კრიტიკა მოჰყვა პალესტინელებში. მათი განცხადებით, პომპეო ისრაელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის გაძლიერებაში ეხმარება.

დღის ამბები