წერეთლის გამზირზე მდებარე საფინანსო ორგანიზაციაში მყოფი 9 მძევლიდან 6 უკვე თავისუფალია.
თავდამსხმელთან მოლაპარაკების შედეგად, მძევლების ნაწილმა შენობა ეტაპობრივად დატოვა. რამდენიმე წუთის წინ, BMC-ის ფილიალის შენობა კიდევ სამმა მძევალმა დატოვა, მათ შორის ორმა ხანშიშესულმა მამაკაცმა და ერთმა ახალგაზრდა ქალმა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, სადაც თავდამსხმელი შეიჭრა, 9 მძევალი იმყოფებოდა.
წერეთლის გამზირზე, ამ დროისთვის დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. მათ გზის სავალი ნაწილი აქვთ გადაკეტილი და მოქალაქეებს, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდებარე კორპუსებში ცხოვრობენ, გადაადგილების საშუალება დროებით შეზღუდული აქვთ.
საპატრულო პოლიციის უფროსის ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ერთი თავდამსხმელია შეჭრილი და მას 9 მძევალი ჰყავდა აყვანილი.