26 აპრილი 2024,   23:45
ვრცლად
დონალდ ტრამპი დამარცხებას კვლავ არ აღიარებს და ჯო ბაიდენს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს

აშშ-ის პრეზიდენტობისთვის ბრძოლა კვლავ გრძელდება. მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დამარცხებას არ აღიარებს და კონკურენტს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს.

დღეს შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა დემოკრატიული პარტია და პრეზიდენტად არჩეული ჯო ბაიდენი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა არჩევნების შედეგების ხელოვნურად შეცვლაში. ტრამპი აცხადებს, რომ დემოკრატებს გამოძიების შედეგების ეშინიათ, რის გამოც მთავრობის დაკომლექტებას ჩქარობენ.

ჯო ბაიდენის შტაბში კი განაცხადეს, რომ ამერიკელები არ მოითმენენ ტრამპის მცდელობას, შეცვალოს არჩევნების შედეგები.აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის შტაბის წევრები ამგვარად გამოეხმაურნენ პენსილვანიის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ტრამპის ადვოკატების მიერ შეტანილი მორიგი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თუკი რესპუბლიკელების სარჩელს შტატების სასამართლოები კვლავ არ დააკმაყოფილებენ, დონალდ ტრამპს მოუწევს აღიაროს არჩევნებში დამარცხება.



დღის ამბები