27 მაისი 2024,   09:44
ვრცლად
ბრაზილიაში რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გრძელდება

ბრაზილიაში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. აქციის მონაწილეები რასიზმის წინააღმდეგ გამოდიან.

დემონსტრანტების ნაწილმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინა. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დემონსტრანტები ქუჩებში მას შემდეგ გავიდნენ, რაც ერთ-ერთი სუპერმარკეტის დაცვის წევრების მიერ ნაცემი აფროამერიკელი კაცი გარდაიცვალა.

40 წლის კაცზე ძალადობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.  სუპერმარკეტების ქსელმა კონტაქტი გაწყვიტა დაცვის კომპანიასთან და რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 5 მილიონი დოლარის გამოყოფა დააფინანსა.

დღის ამბები