19 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
მეტროს მემანქანეების დიდი ნაწილი კოვიდინფიცირებულია - დამოუკიდებელი პროფკავშირი

თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი "ერთობა 2013"- ის ინფორმაციით, თბილის მეტროს მემანქანეების და თანამშრომლების ნაწილს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

"გვინდა გაგაცნოთ, ის რეალობა რაც, დღეს მეტროპოლიტენში ხდება COVID-19 თან დაკავშირებით. სექტემბრის თვეში, როდესაც ვირუსმა მნიშვნელოვნად დაიწყო გავრცელება, "ერთობა-2013"-ის გამგეობის წევრები შეხვდნენ სატრანსპორტო კომპანიის დირექციას, სადაც ჩვენი მხრიდან იყო შეთავაზება ვირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების შესახებ. უფრო ზუსტად კი, დავაყენეთ საკითხი თუ როგორ შეიძლებოდა მეტროს მუშაობის შენარჩუნება მცირედი შეზღუდვებით ისე, რომ მგზავრებიც და თანამშრომლებიც მაქსიმალურად დაგვეცვა დაინფიცირებისაგან. შეთავაზება კი გულისხმობდა, დილით 7:00 საათზე მეტროს გახსნას და საღამოს 21:00 ზე ჩაკეტვას. ასევე, ზაფხულის გრაფიკზე გადასვლას, რაც გულისხმობს შედარებით ნაკლები მატარებლის მოძრაობას. ეს შეთავაზება გამოიწვევდა ნაკლები თანამშრომლის, მათ შორის, მემაქანის საჭიროებას ყოველდღიურად, ვიდრე არსებულ სიტუაციაში.

გვესმის, რომ მგზავრებისათვის შესაძლოა, მცირედი დისკომფორტი გამოეწვია ამ ყველაფერს, მაგრამ მეტროს მუშაობის შეწყვეტას, რისი საშიშროებაც რეალურად დგას, აშკარად აჯობებდა. ამ სქემით, მეტროს მემანქანის რესურსი გადანაწილდებოდა ისე, რომ ერთმანეთში ვირუსის გავრცელება იქნებოდა მინიმუმამდე დაყვანილი, რადგან 10 დღის განმავლობაში იმუშავებდა გარკვეული რაოდენობა მემანქანეეების, შემდეგი 10 დღე სხვა ჯგუფი და ასე შემდეგ, რაც რეალურად შესაძლებელი იყო.

ახლა არსებული სიტუაცია კი ურთულესია, მეტროს მემანქანეების და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია,"- ნათქვამია მეტროს მემანქანეთა პროფკავშირის განცხადებაში.

დღის ამბები