თბილისში, ხორავას ქუჩაზე ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. დამწვარია 3 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართული.
ადგილზე, ამ დრომდე, მობილიზებულია 7 სახანძრო სამაშველო ჯგუფი. იქვე მუშაობს "კურიერის" გადამღები ჯგუფიც. გამომწვევი მიზეზი და მომხდარის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.