08 მაისი 2024,   20:12
ვრცლად
ცხვირის და ზედა სასუნთქი გზების სწორად მოვლას დიდი მნიშვნელობა აქვს - პულმუნოლოგი ვირუსისგან დაცვის საშუალებებზე საუბრობს

პულმონოლოგი კახა ვაჭარაძე პაციენტებს, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ, ურჩევს თვითნებურად ან ექიმის რჩევის გარეშე, არანაირი მედიკამენტი არ მიიღონ. 

"ძალიან დიდი პრაქტიკა აღინიშნება პაციენტების მიერ ურთიერთდახმარების, მაგრამ ურთიერთდახმარება არ უნდა სცილდებოდეს გონივრულ ზღვარს. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც კოვიდგადატანილ პაციენტებს ურეკავენ ნათესავები, ახლობლები და სთხოვენ მათ იმ დანიშნულების სქემებს, რითიც ისინი იტარებდნენ მკურნალობას.

ორი ერთნაირი პაციენტი არ არსებობს, ერთი და იგივე დაავადების ერთნაირი მიმდინარეობა არ არსებობს, ამიტომაც, მე ვურჩევდი, რომ დაუკავშირდნენ ოჯახის ექიმს. მე მესმის, რომ ძალიან გადატვირთულები არიან ოჯახის ექიმები, მაგრამ მაინც ჯობია ექიმის ერთი პროფესიული რჩევა, ვიდრე 10 არაპროფესიონალის რჩევა.

განსაკუთრებით საფრთხილოა ანტიკუაგულანტებისსტეროიდების დანიშვნა, თუნდაც სხვადასხვა ანტიბიოტიკოთერაპიის, იმიტომ, რომ ანტიბიოტიკოთერაპიას აქვს თავისი სქემები, მისი დაწყების ბაზისური ფაზა, გაგრძელების და მისი დამთავრების. აქ ჩვენ შეგვიძლია ისეთი გამოუსწორებელი შეცდომები დავუშვათ, რის ფონზეც შეიძლება მერე განვითარდეს მეორადი რეზისტენტობა, რაც თავისთავად ძალიან მაღალია სამხრეთის ქვეყნებში და მათ შორის, საქართველოშიც. რაც შეეხება ანტიკუაგულაციურ მკურნალობას და ჰორმონოთერაპიას, ამან რასაკვირველია შეიძლება ორგანიზმში გამოიწვიოს ის დისბალანსი, რომელიც შემდეგ შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს ჩვენი პაციენტის ჯანმრთელობისთვის,“ - განაცხადა კახა ვაჭარაძემ "დღის კურიერის" ეთერში.

პულმონოლოგი ცხვირის და ზედა სასუნთქი გზების დამუშავების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ხშირად ცხვირის ღრუს ანტივირუსული სითხეებით დამუშავება ვირუსის თავიდან აცილების კარგი საშუალებაა. 

"პაციენტები, რომლებიც დაავადებული იყვნენ ისეთი სენით, როგორიც არის ტუბერკულოზი, რესპირაციული დაავადებები, ძალიან კარგად ფლობდნენ ამ თავდაცვის მექანიზმებს. ეს იყო ნიღბები, ეს იყო ხელთათმანი, ხელის დამუშავება და ა.შ. დღეს ეს ყველამ ვისწავლეთ.

ერთი და იგივეს რომ ვიმეორებთ, ეს შეიძლება რუტინული ჩანს და მაყურებელსაც შეიძლება მობეზრდა, რაღაც ახალი უნდა შევთავაზოთ მათ. ახალი ეს არის ცხვირის და ზედა სასუნთქი გზების ტუალეტი. ჩვენ ძალიან კარგად ვიმუშავებთ პირის ღრუს, სახეს, ყურებს, მაგრამ ხშირად გვავიწყდება ცხვირის არის დამუშავება. დღეს აუცილებლად უნდა დავიმუშაოთ ცხვირის ღრუ და არის ძალიან ბევრი საშუალება. ეს ძირითადად არის ბუნებრივი მარილოვანი სითხეები, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ცხვირის ღრუს სანაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს მუდმივად უნდა ჩავიტაროთ. ჩვენ თუ კარგად გავეცნობით იოგის მეცნიერებას, ვნახავთ, რომ ცხვირის ღრუს ტუალეტს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. ნორმალურად ადამიანი უნდა სუნთქავდეს ცხვირით და არა პირით. აქედან გამომდინარე, ცხვირის ღრუს სანაცია, გამორეცხვა, თუ არაფერი არ გვაქვს მედიკამენტი, ბოლოს და ბოლოს თბილი წყლით მისი დამუშავება და სხვადასხვა ანტივირუსული ხსნარების გამოყენება, ეს ძალიან ეფექტური და აქტუალურია. ზუსტად ისეთივე აქტუალობა აქვს, როგორიც ვაქცინაციას,“ - განაცხადა კახა ვაჭარაძემ. 

დღის ამბები