შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მცხეთაში, მანქანა 30 მეტრის სიმაღლიდან მტკვარში გადავარდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა.
"პროცესში ჩართული იყო 15 მეხანძრე- მაშველი, მათ შორის, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს 6-კაციანი ჯგუფი. ასევე, მობილიზებული იყო გასაბერი ნავი, დრონი და სხვა ყველა აუცილებელი ტექნიკა"- ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.