19 მაისი 2024,   13:32
ვრცლად
პარიზში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა

პარიზში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა ბარიერები აღმართეს და სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს.

პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა. არიან დაკავებულებიც.

ათასობით ადამიანი ფრანგი პოლიციელების მიერ ფერადკანიანი მუსიკოსის ცემის ფაქტს, ასევე უსაფრთხოების შესახებ ახალ კანონპროექტს აპროტესტებს, რომელიც ინტერნეტსა და მედიაში პოლიციელის მაიდენტიფიცირებელი გამოსახულების გამოქვეყნებას კრძალავს.

დღის ამბები