24 აპრილი 2024,   21:34
ვრცლად
ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის განხილვა დღეს სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის განხილვა დღეს სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება. ბრალდებულების ადვოკატები საქალაქო სასამართლოს ორი დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ.

საუბარია კარტოგრაფების წინასწარ პატიმრობაში დატოვებაზე. ადვოკატები ამტიცებენ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო და მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ბრალეულობის დამამტკიცებელი დოკუმენტი საქმეში არ არსებობს.

"პრაქტიკულად დაუსაბუთებელია, არ არის მითითებული კონკრეტულად რა საფრთხეებიდან გამომდინარე იმსჯელა სასამართლომ. მხოლოდ ძალიან ზოგადი განმარტებაა. ცხადია, სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებდა ნატალია ილიჩოვას ან ივერი მელაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენას,“ - განაცხადა გიორგი მახარაძემ.

შეგახსენებთ, ამავე საქმესთან დაკავშირებით გუშინ გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, გელა ბეჟუაშვილი.

დღის ამბები