26 აპრილი 2024,   15:43
ვრცლად
ყაჩაღობა ბაღდათში - სასტიკად ნაცემი 80 წლამდე ასაკის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ყაჩაღობა ბაღდათში - სასტიკად ნაცემი 80 წლამდე ასაკის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. თავდასხმა სოფელ ფერსათში ბუბუციძეების ოჯახზე გვიან ღამით მოხდა. ხანდაზმულ მამაკაცს მრავლობითი დაზიანებებით აქვს მიყენებული. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ექიმები არ გამორიცხავენ, რომ ოპერაცია გახდეს საჭირო.

როგორც დაზარალებულის მეუღლე ჰყვება, უცნობი პირები მათ სახლში ფანჯრიდან შეიპარნენ და თანხა მოითხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი მამაკაცს იარაღის კონდახი რამდენჯერმე ჩაარტყეს, რის შედეგადაც თავის არეში ინტრაცერებრალური ჰემატომა განვითარდა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. სამართალდამცველები დამნაშავეებს ეძებენ.

დღის ამბები