09 სექტემბერი 2026,   01:39
ვრცლად
პოლიციელზე მუქარაში ბრალდებულ ასლან ვაშაყმაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

პოლიციელზე მუქარაში ბრალდებულის ასლან ვაშაყმაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. დეპუტატობის კანდიდატი სამართალდამცველებს თავს გუშინ დაესხა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელს გამოძიება ხულიგნობას ედავება და მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ინციდენტამდე ვაშაყმაძე ვიდეომიმართვით მოქალაქეებს სამართალდამცველების ფიზიკური ანგარისწორებისკენ მოუწოდებდა.

ადვოკატ ზაურ კინტირიას თქმით, ვაშაყმაძე ბრალს არ აღიარებს. 

დღის ამბები