04 სექტემბერი 2026,   21:24
ვრცლად
თამარ გაბუნიას განცხადებით, COVID-19-ით გარდაცვლილი 24 წლის ახალგაზრდის საკითხს ჯანდაცვის სამინისტრო საფუძვლიანად შეისწავლის

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, COVID-19-ით გარდაცვლილი 24 წლის ახალგაზრდის საკითხს ჯანდაცვის სამინისტრო საფუძვლიანად შეისწავლის.

თამარ გაბუნიას განცხადებით, სანამ საკითხზე სასაუბროდ კონკრეტული საფუძველი არ ექნება, კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

"სამინისტრო ყველა ამ შემთხვევას საფუძვლიანად შეისწავლის და მე დღეს, უბრალოდ, არ მაქვს საფუძველი რომელიმე მხარის გარკვეულ გადაცდომაზე ვისაუბრო. ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, მცხეთის სამედიცინო ცენტრი დიდი ხანია პროგრამაში მონაწილეობს, ძალიან ბევრი რთული შემთხვევის მართვა მოხდა იქ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით მაინც თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან, ვიდრე არ მექნება საფუძველი იმისთვის, რომ ვისაუბრო უფრო კონკრეტულად," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, 24 წლის ნინო გულიკაშვილი მცხეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის კლინიკაში თავდაპირველად დაბალი სიცხით შეიყვანეს, თუმცა მდგომარეობა მოგვიანებით დამძიმდა. გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს.

დღის ამბები