09 სექტემბერი 2026,   07:01
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი თბილისის პროკურატურაში იმყოფება

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი თბილისის პროკურატურაში იმყოფება. მიხეილ რამიშვილი გაეცნობა ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს,რომელშიც ჩანს თუ როგორ გადაადგილდებოდნენ სუსის ავტომობილები, თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების დღეს.

"არის ძალიან ბევრი კითხვები. მე კითხვები იმასთან დაკავშირებით რომ ეს არ არის თვითმკვლელობა აღარ გამაჩნია, ეს არის მკვლელობა. შესაბამისად არის გარკვეული მოთხოვნები, რომ ამ ვიდეო-სათვალთვალო კამერების ნაწილი ვნახეთ და დასასრულამდე უნდა მივიყვანოთ. რისი განსაიდუმლოებაც მოხდა, ყველაფერს რომ თავი დავანებო, დანომრილიც კი არ არის ეს ტომეულობა," - აცხადებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

დღის ამბები