17 ნოემბერი 2024,   14:54
ვრცლად
გიორგი ბოტკოველი თელავში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტს შეუერთდა

თელავში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტს გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი გიორგი ბოტკოველი შეუერთდა.

ის აქციის მონაწილეებს შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა. ბოტკოველის თქმით, პარლამენტში შესვლის ნაცვლად გააგრძელებს პროტესტს და კარვიდან გაკრიტიკებს ხელისუფლებას.

"ყველამ იცის, რომ ეს არჩევნები გაყალბებულია. თელაველების უმეტესობა ამ ადამინების მსგავსად ფიქრობს, რომ მათი ხმები მოიპარეს. ამიტომ, პროტესტი გრძელდება. მე პარლამენტში არ შევდივარ და აქედან, ამ კარვიდან გავაპროტესტებ და მოვითხოვ ვადამდელ არჩევნებს,"- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

მეოთხე დღეა თელავის თეატრის წინ,დედაქალაქიდან ჩასულ ორ სამოქალაქო აქტივისტს კარავი აქვთ გაშლილი და ამ ფორმით საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვენ.

სამოქალაქო აქტივისტების მტკიცებით, პოლიცია კარავში ღამის გათევის უფლებას არ აძლევს, რითაც მათი უფლებები ირღვევა. ამიტომ ისინი ხვალ მასშტაბურ აქციას და ქუჩაში ღამის გათენებას გეგმავენ.

დღის ამბები