თელავში ავარიას ორი ადამიანი, მამა-შვილი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. შემთხვევა ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, საპირისპიროდ მოძრავი სამარშრუტო ტაქსი და მერსედესის მარკის ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ. შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მამა კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე.
დაშავებულები სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.