09 სექტემბერი 2026,   00:14
ვრცლად
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ფაქტს ადასტურებენ რუსი სამხედროებიც, რომლებიც მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის კონტროლქვეშ მყოფი ორი სოფლის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი კი სომხეთს პროვიკაციებში ადანაშაულებს. პარალელურად ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დაკარგული ჯარისკაცების სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რა დროსაც ჯაბრაილის რაიონში 20 გარდაცვლილი სამხედრო იპოვეს.

დღის ამბები