არ არის გამორიცხული, სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებს განაჩენი წლის ბოლომდე გამოუტანოს. მცხეთის სასამართლოში დღეს დილიდან ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება; კვლავ დაიკითხებიან მოწმეები.
დაკავებულთა უფლებადამცველები იმედოვნებენ, რომ სასამართლო სამართლიანი იქნება და ის დაადასტურებს ბრალდების უსაფუძვლობას.
"ჩვენ გავაგრძელებთ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვას. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეძლებისდაგვარად დავაჩქაროთ ეს პროცესი. არ ვიცი ვის დაკითხავენ, თუმცა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან არცერთი მოწმე არ აძლევს საქმესთან დაკავშირებით რელევანტურ ინფორმაციას,"- აცხადებს არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.