10 სექტემბერი 2026,   15:13
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარში" სქესობრივი დანაშაულების გამოძიებისას სისტემურ ხარვეზებზე საუბრობენ

სქესობრივი დანაშაულების გამოძიებისას სისტემურ ხარვეზებზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარში". ორგანიზციამ დღეს კონკრეტული შემთხვევები დააფიქსირა, როცა მიუხედავად აშკარა სქესობრივი დანაშაულისა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებით მიმდინარეობს.

ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედებების მსხვერპლ ქალებს იცავს, გენერალურ პროკურორს მიმართავს და მოუწოდებს, შეისწავლოს მითითებული სისხლის სამართლის საქმეები და მოახდინოს რეაგირება.

"უკვე დიდი ხანია ჩვენ ვმუშაობთ სქესობრივ დანაშაულებზე, ვთანამშრომლობთ ძალიან მჭიდროდ პოლიციასთან და პროკურატურასთან და ვხედავთ სერიოზულ სისტემურ ხარვეზებს. ჩვენი პრაქტიკა და კონკრეტული საქმეები, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, უკვე იმდენი დაგროვდა და იმდენად ერთგვაროვანი არის პრობლემები, რასაც ვაწყდებით ამ საქმეებში, რომ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სისტემა არ არის მგრძნობიარე ამ დანაშაულის მიმართ," - განაცხადა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ "საფარის" აღმასრულებელმა დირექტორმა ბაია პატარაიამ.

​ასევე "საფარში" ამბობენ, რომ ხდება საქმეების გაჭიანურება და მტკიცებულებების დამნაშავე პირის მიმართ დევნა თვეების განმავლობაში არ იწყება.

"საფარს" აქვს წარმოებაში ხუთამდე სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შეეხება სქესობრივ დანაშაულს. ერთ-ერთი საქმე არის მცხეთის რაიონულ პროკურატურაში წარმოებაში. დაახლოებით წელიწადი და ოთხი თვე არის ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. დასაწყისშივე შეგროვდა ყველას მტკიცებულება, რომელიც იძლეოდა იმ ერთობლიობას, რომ საკმარისი იყო პირის დაზარალებულად ცნობისთვის და დევნის დაწყებისთვის, თუმცა მსხვერპლის დროულად დაზარალებულად ცნობა არ მოხდა," - აცხადებ "საფარის" იურისტი თამარ ლუკავა.

დღის ამბები